ალუმინის კომპოზიტური პანელი

მთავარი » სერვისები » ალუმინის კომპოზიტური პანელი

ალუმინის კომპოზიტური პანელი

ალუმინის კომპოზიტური პანელი (ალიკობონდი) არის მაღალტექნოლოგიური სტრუქტურული მასალა, რომელიც შედგება ორი ლითონის ფურცლისგან (ალუმინი ან ფოლადი) და შიდა თერმოპლასტიკური შემავსებლისგან, რაც კომპოზიტს განსაკუთრებულ თვისებებს აძლევს (მაგალითად, ხანძრმეგედობას).

მიუხედავად იმისა, რომ ალუმინის კომპოზიტური პანელი ფორმირებულია ალუმინის თხელი ფურცლების გამოყენებით, იგი აერთიანებს ლითონის სიმტკიცეს, შემავსებლის სიმსუბუქეს, შესანიშნავ სიგლუვეს, ვიბრაციის შთანთქმის უნარს, მაღალი ტემპერატურების მიმად მდგრადობას და დამუშავების სიმარტივეს.







რა ტიპის კომპოზიციური პანელები არსებობს?

ალუმინის კომპოზიტური პანელი არის მასალა, რომელიც გამოიყენება სახანძრო უსაფრთხოების მაღალი მოთხოვნების მქონე ობიექტებზე, მაგალითად, მაღალსართულიანი შენობებში, მეტროებში, დიდი რაოდენობით ადამიანის თავშეყრის ადგილებში. ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნას ფანჯრის ფასადის მოსაპირკეთებლად, ასევე შენობის შიდა ინტერერშიც აქტიურია ალუმინის კომპოზიტური პანელის გამოყენება.







როგორსი არის ალუმინის კომპოზიტური პანელის ლაკსაღებავი დამცავი ფენა?

ყველა ტოპის საფარი გულისხმობს მაღალი ხარისხის მახასიათებლებს და მომხმარებელს აძლევს საშუალებას აირჩიოს განსხვავებული ვარიანტები. კომპოზიტური პანელები PVDF საფარით ოდნავ უფრო ძვირია, ვიდრე პოლიესტერის (PE) საფარით დაფარული პანელები, მაგრამ ფასის ეს ზრდა განპირობებულია PVDF საფარის უკეთესი შესრულების მახასიათებლებით - ამ საფარის გამძლეობითა და მდგრადობით.







FEVE საფარს აქვს წინა ორი ტიპის საფარის უპირატესობა: ულტრაიისფერი გამოსხივებისადმი მაღალი მდგრადობა, ასევე მაღალი სიპრიალის და ამრეკლიანობის უნარი. "გრაფიტის საწინააღმდეგო" თვისება - ამ საფარის შესანიშნავი თვისება - განასხვავებს მას სხვებისგან და განსაზღვრავს საბოლოო არჩევანს, როდესაც ფასადის მოპირკეთებისას, აგრესიული გარემოს ზემოქმედებისადმი დაცულობას უზრუნველყოფს. ამავდროულად, კომპოზიტზე ულტრაიისფერი ბეჭდვა, ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობებით, საშუალებას გაძლევთ მიიღოთ კომპოზიტის ზედაპირზე ფოტოგრაფიული ხარისხის ბეჭდვა - შეგიძლიათ ასახოთ ნახატი, ფოტოსურათი, მრავალფუნქციური ნახატი და ა.შ.







სად გამოიყენება ალუმინის კომპოზიციური პანელები?

კომპოზიციური მასალისგან დამზადებული პანელების გამოყენების სფერო ფართოა: საცხოვრებელი კორპუსები, ბენზინ გასამართი სადგურები, სავაჭრო ცენტრები, მაღაზიების და საწყობების ფასადებიდან დაწყებული, მცირე არქიტექტურული ფორმების შექმნით დამთავრებული, შიდა და გარე რეკლამის ობიექტები და ა.შ. მხოლოდ უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ შემთხვევაში გამოიყენება მოცულობა და ექსპლუატაციის პირობებისათვის დამახასიათებელი პანელები და სხვადასხვა სახის ლაქი-საღებავების საფარები. სფეროები და ობიექტები, სადაც გამოიყენება ალუმინის კომპოზიტური პანელი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:

  • ფასადის მოპირკეთება
  • შესასვლელები
  • გარე რეკლამა
  • ინტერიერის დეკორი
  • რეკლამა ინტერერში
  • სამრეწველო დიზაინში
  • სამაცივრე კამერები
  • სპეც. ტექნიკის წარმოებაში
  • მცირე არქიტექტურული ფორმები
  • სპეციალური ავეჯით
  • ტიხრები საოფისე სივრცეში
  • ჭერი და ჭერის დეკორი
  • ბენზინ გასამართი სადგურები
  • ამწეები შეზღუდული მობილობის მქონე ადამიანებისთვის












შესრულებული პროექტები